ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერების გეგმები ცნობილია. დედაქალაქთან ერთად, გამოსვლები რეგიონებშიც გაიმართება. პირველი ფართომასშტაბიანი აქცია კი 6 დეკემბერს ქუთაისში დაანონსდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ, ისიც გადაწყდა, რომ თბილისში პიკეტირების პროცესიც გაგრძელდება.
ასევე, როგორც უკვე ცნობილია, დღეს სახალხო დამცველი ე.წ. გერმანული მოდელის პროექტს ვენეციის კომისიასა და ეუთოს გადაუგზავნის. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მოსამართლეების კენჭისყრის დღეს გაიმართება.