“შენების მოძრაობა”, მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, იზიარებს, თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობას არ აპირებს. დავით უსუფაშვილის გუნდი მზად არის, ამ საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს.
აქციას მხარს უჭერს “შრომის პარტია”, თუმცა, მივა თუ არა თავად შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე, მისი თქმით, კონსულტაციებზეა დამოკიდებული. “ლეიბორისტების” ლიდერი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას მეორეხარისხოვნად მიიჩნევს და თვლის, რომ მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს.