ოპოზიციური პარტიების პასუხი მიხეილ სააკაშვილს 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, ერთიანი საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით, ოპოზიური პოლიტიკური ძალები ეხმაურებიან. პარტიაში „გამარჯვებული საქართველო“ამბობენ, რომ შეთანხმება საერთო მაგიდას არ უნდა გაცდეს და დღეს უპირველესი, მაჟორიტარებზე შეთანხმებაა.

სააკაშვილის იდეას უდროო ინიციატივას უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. კომენტარი გაკეთდა „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდანაც, სადაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის წინადადება არარეალისტურია. ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივა მოსწონთ პარტიაში „კანონი და სამართალი“. კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძე ოპოზიციურ გაერთიანებაში დაპირისპირების ნიშნებს ხედავს.