მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ვინ იბრძოლებს გამარჯვებისთვის დამოუკიდებლად და რომელი პარტიები წარადგენენ საერთო კანდიდატებს. შეუერთდება თუ არა „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველოს“ გეგმას, რამდენიმე დღეში გაირკვევა. ბრძოლის დამოუკიდებელი სტრატეგია აირჩეს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“. ქართულ ოცნებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა იბრძოლოს ოპოზიციამ, მათ გუნდს 43 %-იანი მხარდაჭერის მოპოვება არ გაუჭირდება.
დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენა დააანონსა ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ, თუმცა ვინ იბრძოლებს პარტია „საქართველოსთვის“ სახელით, ჯერ უცნობია.