ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე უნდა იმსჯელონ. საუბარი შეეხება ხვალ უმარვლესობასთან მოლაპარაკების მორიგ რაუნდს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ხელისუფლების შეთავაზებას ელიან. მოლაპარაკებების პარალელურად იგეგმება პროტესტის გაგრძელება. სად და რა ფორმით გაიმართება აქციები, ამაზე ლიდერები დღეს უნდა შეთანხმდნენ.

როგორც ცნობილია, დღეს დაგეგმილი პიკეტი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო გაუქმდა.