ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო სტრატეგიას არ ცვლის და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ჩამოყალიბდება 15 მაისის შტაბიც. ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების ჩაშლილი მეორე რაუნდის შემდეგ, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დღეს ხელისუფლების ოპონენტები პირველად შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქტივობების გარდა, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გაგრძელებასაც აპირებს. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მთავარი გეგმა ქვეყნის ჩიხში შეყვანა და დესტრუქციაა.
თამარ წიკლაურის სიუჟეტი.