ოპოზიციური პარტიების გეგმები

საპარლამენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა – ოპოზიციის კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი ჯერჯერობით ისევ უცნობია. შედეგზე ორიენტირებული პროტესტი, მათ შორის კარვებითაც, გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება და საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება – ასეთია ზოგადი გეგმა, თუმცა დეტალებს ოპოზიციის ლიდერები ორშაბათის აქციაზე გააჟღერებენ.

სანამ სამი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები მომხრეებთან ერთად აქციაზე შეიკრიბებიან, იქამდე აქტიურ რეჟიმში გრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები. დღეს მორიგი შეხვედრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში გაიმართება, სადაც ლიდერები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს მოქმედების გეგმას გააცნობენ.