ვინ როგორი კონფიგურაციით წარდგება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – ერთიან სიებსა და გადაჯგუფებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო სიების მომხრეა. პარტია „ლელოს“ განსხვავებული პოზიცია აქვს. როგორც ისინი აცხადებენ, ერთიანი სიების საჭიროება არ დგას და არჩევნებზე რამდენიმე მსხვილი ცენტრი უნდა არსებობდეს.
მმართველი გუნდის შეფასებით კი, ოპოზიციის ყველა ქმედება ფუჭია, რადგან ისინი ქართველი ხალხისგან ოქტომბერში კიდევ ერთ უარს მიიღებენ.