ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. ხელისუფლების ოპონენტებმა სამოქმედო გეგმაზე პარლამენტის წინ ისაუბრეს. დაანონსდა აქციები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 15 მაისს კი ოპოზიცია მასშტაბურ აქციას რუსთაველის გამზირზე გამართავს.