აჭარაში საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციონერები დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას უგზავნიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. მიმართვის ხელმომწერები ელჩებს ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილეთა მხარდაჭერასაც სთხოვენ.