საარჩევნოდ ემზადება ოპოზიცია – პარტიები აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ შესაძლო პარტნიორებთან და ახალ გაერთიანებებს აანონსებენ. დღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროამ” ოფიციალურად დააანონსა, რომ მათ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“, იგივე „სალამი“ უერთდებიან.