ოპოზიციური პარტიების ბრალდება მმართველ გუნდს

ბათუმში, ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ლიდერების განცხადებით, არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ე.წ. კარუსელებს გეგმავს. მათი თქმით, მმართველი გუნდი არჩევნებში იმ მოქალაქეების ხმების გამოყენებას ცდილობს, რომლებიც ვერ ახერხებენ კენჭისყრაში მონაწილეობას. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბათუმში „ლელოს“ ოფისში განაცხადეს, მათ 2 000-ზე მეტი დამკვირვებელი გადაამზადეს, რომლებიც უბნებს გააკონტროლებენ და არ დაუშვებენ გაყალბებას.