ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებას ხელს აწერენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, თამარ ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია და ნატო ჩხეიძე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ შეიმუშავეს საერთო საკანონმდებლო ინიციატივებისა და ცვლილებების ბაზისური პაკეტი – რას მოიცავს ეს პაკეტი და რა პოლიტიკური განცხადებები კეთდება პარლამენტში, მანანა დევაძე გვეტყვის.