პოლიტიკური ალიანსების გამსხვილების პროცესი გრძელდება.
დღეს კიდევ ერთმა პარტიამ თქვა უარი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და ყოფილ თანაგუნდელებს შეუერთდა. „ევროპული საქართველო“, რომელიც ერთ დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, დღეს ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმაზე დადგა. რა იქნება ამ ერთობის სარგებელი – ჯერ უცნობია, თუმცა, ოპოზიციის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ გაერთიანება ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მარტოა გიორგი გახარიას პარტია, „გირჩის“ გადაწყვეტილება კი საბოლოოა. რაც შეეხება მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ერთობები არ აშინებს და თბილისის დელეგატების დასახელებისთვის ემზადება. პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო სიები უკვე შემოდგომაზე გახდება ცნობილი.