მორიგი გაერთიანება ოპოზიციურ სპექტრში – „ლელოს“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ ოპოზიციურ ერთობას, ალეკო ელისაშვილის პარტია უერთდება. გაერთიანების ოფიციალური ღონისძიება გუდიაშვილის სკვერში გაიმართა.
პარტიების წარმომადგენლებმა ამომრჩეველს მორიგი გაერთიანების მიზნები გააცნეს და საარჩევნო გეგმებზე ისაუბრეს. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სამი მთავარი დაპირება – ევროპული გზა, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ათასლარიანი პენსიაა.