ოპოზიციური ალიანსების შექმნის პერსპექტივა

პოლიტიკურ პარტიებში ახალი ალიანსების ჩამოყალიბების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული დეტალები უცნობია. „გირჩი“ არავისთან ერთობას არ გეგმავს, ისევე როგორც „ლელო“ და პარტია „საქართველოსთვის“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნეს. ნიკა მელია კი არჩევნებზე მეოთხე ნომრით წარდგება. მმართველი გუნდი ოპოზიციის შესაძლო ერთიანობას უპერსპექტივოს უწოდებს. მათი თქმით, გადაჯგუფება საერთო სურათს ვერ შეცვლის და არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია.