დილიდან მივიდნენ მუხათგვერდის სასაფლაოზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც პატივი მიაგეს აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს. სასაფლაოზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები. მათი განცხადებით, რუსული აგრესიის დაწყების რეალური თარიღი არის 7 აგვისტო, რადგან ამ დროს უკვე იყო მსხვერპლი და სწორედ ამიტომ ისინი ყოველ წელს ამ დღეს იკრიბებიან მუხათგვერდის სასაფლაოზე და ქართველ გმირებს იხსენებენ.