ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ილია დარჩიაშვილს წერილით მიმართავს და რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმებზე პოლიტიკურ შეფასებას სთხოვს. წერილის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ოფიციალურმა თბილისმა დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს აღნიშნული ფაქტი. ისინი ე.წ. რეფერენდუმებზე შეფასების გაკეთებას პრეზიდენტსაც სთხოვენ. აღნიშნული დეპუტატების განცხადებით, რუსეთი 23-27 სექტემბერს გეგმავს, უკანონო რეფერენდუმის გზით დონეცკისა და ლუგანსკის, ისევე, როგორც ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ნაწილი რუსეთის ფედერაციას მიუერთოს. აღნიშნული ქმედება არაერთმა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა უკვე შეაფასა ფაქტობრივი ანექსიის მორიგ ნაბიჯად, თუმცა საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხდენია მისი შეფასება და დაგმობა.