ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტს სთავაზობენ პროექტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით, 2024 წლის 31 დეკემბრამდე უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას გულისხმობს. მათ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება შეუწყდებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ. პროექტის ავტორების განმარტებით, რუსეთის მოქალაქეების ნაკადის ზრდა და მათ მიერ უძრავი ქონების შეძენა, საქართველოს მოქალაქეებს მძიმე ტვირთად დააწვა, რადგან ბინების ფასი გაიზარდა და უძრავი ქონების შეძენას ვეღარ ახერხებენ.