პარლამენტის წევრები, – ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი, – ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და ის პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას ეხება. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამისთვის სამი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. მათი თქმით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლა, რაც პოლარიზაციას შეამცირებს და მესამე რასაც დეპუტატები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა, რაც თავის მხრივ დეოლიგარქიზაციის ვალდებულებასაც მოიცავს.