„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ პირებს არ გაათავისუფლებს, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პარტიის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა განცხადებასაც აფასებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ელჩების პოზიცია უნდა გაიზიაროს.
ოპონენტების საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები არ არსებობენ და ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას თავად არღვევს, რის გამოც მას პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.