საქართველოს ევროპული მომავალი და იმპიჩმენტი – ამ თემებზე მეორე კვირაა ათონელის რეზიდენციაში კონსულტაციები იმართება.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებთან ერთად მესამე სექტორის წარმაამდგენლებს შეხვდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა და აქცენტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ყველა მხარის ერთობლივ მუშაობაზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ევროპაში ვიზიტებს უახლოეს მომავალში ისევ აპირებს. პარალელურად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად გადაეცა პლენუმს, რომელიც პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს.