ვინ შეუერთდება მესამე სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ერთობლივ აქციას, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ ხვალ არის დაგეგმილი. უკვე ცნობილია ექვსი ოპოზიციური პარტიის პოზიცია, რომლებმაც ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდეს, ჩაერთონ 28 აპრილს დაგეგმილ ევროპულ მარშში, სადაც კიდევ ერთხელ გაჟღერდება მთავარი მოთხოვნა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი“ პარლამენტმა უკან გაიწვიოს.
განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი.“ აქციას უერთდება „ლელოც“. დაგეგმილ პროტესტს ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და მას ერთობის იმიტაციას უწოდებენ.