ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა მომავალში პენსიების ზრდასაც ითვალისწინებს.
მმართველი გუნდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში პენსიების 20-20 ლარით მატებას გეგმავს. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერები სწორედ პენსიების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებენ.
დღეს პრემიერმა ოპონენტებს კალკულატორის გაგზავნაც კი შესთავაზა. საუბარია გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო დაპირებაზე, რომელიც პენსიის 400-ლარამდე მომატებას გულისხმობს.
დაპირების ავტორები დღეს აღიარებენ, რომ გეგმას შორეული პერსპექტივა აქვს.