ბრიუსელიდან მიღებულ ახალ გზავნილებს საკუთარ წერილზე პასუხად აცხადებს ოპოზიცია.
საუბარია იმ მიმართვაზე, რომელშიც ბარიერგადალახულმა ოთხმა ოპოზიციურმა სუბიექტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და საგარეო საქმეთა მინისტრებს ახალი არჩევნების დასანიშნად ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებისკენ და კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. რა პოზიციას დაიკავებს შექმნილ ვითარებაში ევროკავშირი საქართველოს მიმართ – გარკვეული პროგნოზების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რიკარდ იოზვიაკის პუბლიკაციებს ანა ბროლაძე გაეცნო.