ოპოზიციის წერილი ბრიუსელში

მორიგი წერილი თბილისიდან ბრიუსელში.

ბარიერგადალახული, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოთხი ოპოზიციური სუბიექტი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და საგარეო საქმეთა მინისტრებს ახალი არჩევნების დასანიშნად საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას სთხოვს. ოპოზიცია ითხოვს, შეჩერდეს ოფიციალურ თბილისთან ყველა დონეზე კომუნიკაცია და თანამშრომლობის ფორმატები, ჩატარდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება ევროკავშირის მისიის მიერ, შეწყდეს ფინანსური დახმარების პროგრამები და თანხები სამოქალაქო სექტორსა და მედიას მოხმარდეს. წერილის ავტორები არჩევნების გაყალბების რამდენიმე სქემაზე საუბრობენ და ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ეგზიტპოლის შედეგები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები მოჰყავთ. მათ შორის იმ ორგანიზაციისაც, რომლის პარალელური დათვლის მონაცემები ცესკო-ს შედეგებს დაემთხვა. საერთაშორისო დონეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნას ეთანხმებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე სწორედ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს განიხილავენ.