შეერთებულ შტატებში „გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერების ვიზიტზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ტარდება მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომლებზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა 2024 წლის არჩევნებია.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების ფონზე შტატებში ლევან ხაბეიშვილის და გიორგი ვაშაძის ვიზიტის მიზანი გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისა და უმრავლესობისთვის.