ოპოზიციის ურთიერთბრალდებები

მორიგი დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ევროპულ საქართველოს“ შორის. „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სიმულაციაში ადანაშაულებს. მიზეზი, პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მიერ გაერთიანებული ოპოზიციის ახალი წევრების, მათ შორის გია თევდორაძის წარდგენაა. საპასუხო ბრიფინგზე დღეს გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი ყოფილი წევრი, ვინც პარტია წელიწადნახევრის წინ დატოვა, „ევროპული საქართველოს“ ახალ წევრებად წარადგინა. მისი თქმით, ეს ზუსტად ისეთივე სიახლეა, როგორც გია თევდორაძის  წარდგენა, რომელმაც „ევროპული საქართველო“ 10 თვის წინ დატოვა.