თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მეათე მოწვევის პარლამენტის მუშაობას სამართლებრივად პრობლემა არ ექმნება. საჭიროა, რომ საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, ანუ 76-მა დეპუტატმა პირველ სხდომაზე არჩევნების შესახებ ცესკო-ს დადგენილება მიიღოს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი, არანაკლებ 100 დეპუტატი არჩეულად უნდა გამოაცხადოს. ახლა საინტერესოა, ექნება თუ არა ოპოზიციის არშესვლის პირობებში პარლამენტს, საკონსტიტუციო პროექტების მიღების უფლებამოსილება: როგორია კონსტიტუციონალისტების განმარტება და განმეორდება თუ არა 2008 წლის პრეცედენტი. მოსალოდნელ პროცედურებზე, მათ დღეს გიორგი კობერიძე ესაუბრა.