აქციები და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაცია – ამ სტრატეგიით ესახება ოპოზიციას საარჩევნო დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მორიგი საპროტესტო გამოსვლა ხვალისთვის არის დაანონსებული. პარალელურად გრძელდება შეხვედრები უცხოელ პარტნიორებთან. სამი ოპოზიციონერი ლიდერი დღეს ევროკავშირის ელჩს სტუმრობდა. ბრიუსელში გასაგზავნად დაანონსდა იმ ანგარიშის წარდგენა, სადაც ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებებია თავმოყრილი. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო ზეწოლა და საპროტესტო მუხტი მმართველ გუნდს ხელახალი არჩევნების დანიშვნას აიძულებს. ძალაში რჩება საპარლამენტო ბოიკოტიც. 2020 წლისგან გასხვავებით, ოპოზიციურ სპექტრთან მოლაპარაკებას გამორიცხავს „ქართული ოცნება“, რომელიც საარჩევნო დარღვევებზე ბრალდებებს სპეკულაციებად აცხადებს. ხელისუფლება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთვის ემზადება.