ოპოზიციური სპექტრი მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე გასამართი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ემზადება.
კონსულტაციები კვლავ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიამრთა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საკუთარ წინადადებაზე საბოლოოდ ჯერ შეთანხმებულები არ არიან, თუმცა განიხილება მოდელი 130/20-ზე. იმ შემთხვევაში თუ მმართველ გუნდთან შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ოპოზიცია მსჯელობს ერთიანი კანდიდატების და სიის ფორმირების შესაძლებლობაზე.
ანა ბროლაძე ესაუბრა კონსულტაციაში მონაწილე პოლიტიკოსებს, დეტალებით ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება.