ოპოზიციის შეხვედრები სალომე ზურაბიშვილთან

ათონელის სასახლეში შეხვედრები გრძელდება.

საპარლამენტო ტრიბუნიდან შეთავაზებული ერთობის ქარტიის გარშემო პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს. დღეს სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ესტუმრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალი თანამშრომლობის კონტურები უკვე გამოკვეთილია. ოპოზიციის დიდ ნაწილს ზურაბიშვილის იდეა მოსწონს.

რა ფორმას მიიღებს ევროპული მომავლის იდეით ინსპირირებული ერთობის ქარტია, გულისხმობს თუ არა სახელმწიფოს მეთაურის წინადადება პოლიტიკური გაერთიანების შექმნას და გადაიქცევა თუ არა ქარტია პარტიად – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას თეონა ხუბულავა შეეცადა.