ოპოზიციამ საკუთარი პრეტენზიები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას გააცნო. როგორც ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალები განმარტავენ, შეხვედრაზე დარღვევების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებებით მივიდნენ და პირობა მიიღეს, რომ მისია მათ მიერ მითითებულ დარღვევებზე ინფორმაციას მოიძიებს. თავად სადამკვირვებლო ჯგუფს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრაზე მყოფი პარტიების მთავარი გზავნილი იყო, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს არა საერთაშორისო დამკვირვებლები, არამედ ამომრჩეველი წყვეტს.