მიხელ სააკაშვილის საქმესა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მსჯელობენ დილიდან ოპოზიციონერი ლიდერები ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე. დისკუსიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონიც მონაწილეობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებს არსებული სიტუაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.