ოპოზიციის მიერ შექმნილი „პოლიტიკური დევნის შემსწავლელი კომისია“ დავით ქაცარავას პოლიტიკურ დევნილად აფასებს.
კომისიის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობის, „ძალა ერთობაშია” დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების საკითხი განიხილეს. საუბარია ოქტომბერში, სოფელ ატოცთან მომხდარ დაპირისპირებაზე, რაზეც ძალადობის მუხლით აღიძრა საქმე. დავით ქაცარავას თქმით, მან ოპოზიციას ინფორმაცია მიაწოდა მისი საქმისა და ასევე იმ მუქარის შესახებ, რომელიც მისი მისამართით ხორციელდება.