ოპოზიციის მორიგი კონსულტაცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. მათ შორის განხილვის საგანი იყო მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების საკითხი. საუბარი შეეხო მმართველ გუნდთან შესაძლო დიალოგსაც. ლიდერების უმრავლესობა აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას არსებულ ვითარებაში აზრი არ აქვს. ოპოზიცია დათმობას მმართველი გუნდის მხრიდან ელოდება. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ ინდივიდუალურ შეხვედრებსაც შეეხო.