ევროკავშირის მედიაციით გამართული ორი უშედეგო რაუნდისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს კონსულტაციებისთვის პირველად შეიკრიბნენ. შეხვედრის ადგილი ამჯერად „ლეიბორისტების“ ოფისია, სადაც ხელისუფლების ოპონენტები, სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
თამარ წიკლაური აშუქებს შეხვედრას და პოლიტიკოსების განცხადებებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს – რა თქვეს ლიდერებმა კონსულტაციების დაწყებამდე.