დღეს ისევ გაკეთდა განცხადებები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ თემაზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს ის არ ანიჭებს მნიშვნელობას, ოპოზიციას აქვს საკუთარი გეგმები, რომელთანაც არანაირ კავშირში არ არის სააკაშვილი. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მას ის ადამიანები აინტერესებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან და ფიზიკურად მონაწილეობენ ამ პროცესში. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ზაალ უდუმაშვილის თქმით, „მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მეტად კონსტრუქციული, თუკი შეიძლება, ვინმე იყოს“ და ის ოპოზიციის ერთიანობაში განხეთქილებას არ შეიტანს. განცხადებები ოპოზიცის სხვა ლიდერებმაც გააკეთეს.