საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიცია მუქარაზე გადადის.
მზადდება დაანონსებული ე. წ. შავი სიები. საჯარო მოხელეებისგან შემდგარი პირველი ხუთეულის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები უახლოეს დღეებში დასასჯელთა ათეულის გამოქვეყნებას გეგმავენ. ჩამონათვალში მოხვდება ყველა ის პროკურორი, პოლიციელი და მოსამართლე, რომლებიც მათივე მტკიცებით, მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
გეგმის ავტორები საერთაშორისო სანქციებით იმუქრებიან და პირობას დებენ, რომ ყველა მათგანი ხელისუფლების შეცვლისთანავე სამსახურიდან გათავისუფლდება. თუმცა სიებთან დაკავშირებული გეგმა ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის მისაღები არ არის. როგორც ირკვევა, დასახელება „შავი სია“ თავად იდეის ავტორებსაც აღარ მოსწონთ, რის გამოც დღეს ლექსიკა შეცვალეს.
გეგმის მიღმა რეპრესიების კვალს ხედავენ მმართველ გუნდში.