მოხერხდება თუ არა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმება, ეს ამ დრომდე უცნობია, გადაწყვეტილების მისაღებად კი დრო ცოტა რჩება. ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეტ დათმობას ითხოვს, მმართველი გუნდი კი არ აპირებს შეცვალოს შეთავაზება მანდატების 100/50-ზე კონფიგურაციით გადანაწილების შესახებ.
პარალელურად, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მოთათბირე პარტიები ამბობენ, რომ ყველა სცენარისთვის მზად არიან და არსებული საარჩევნო სისტემის დატოვების შემთხვევაშიც აქვთ გეგმა, რომლითაც გამარჯვებას შეძლებენ. ეს არის ერთიანი მაჟორიტარული სია.
რა პრინციპით გეგმავს მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევას ოპოზიცია, პოლიტიკურმა პარტიებმა განმარტებები დღეს კიდევ ერთხელ გააკეთეს.
ნათია ქენქაძე დეტალებით.