ოპოზიციის საშემოდგომო გეგმა იგვიანებს.
ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსებული აქტივობების გათვალისწინებით ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პასიურობა შეიმჩნევა. ვერ ხერხდება საერთო სტრატეგიის გარშემო კოორდინაცია და გაერთიანება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დღეს ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიციას სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. მას არ დაუკონკრეტებია, იგულისხმება თუ არა ამ გადაწყვეტილებებს შორის საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა, რაზეც ოპოზიციურ პარტიებს შორის პოზიციები გაყოფილია. თავად ნიკა მელიამ, რომელმაც მანდატზე ერთი წლის წინ უარი თქვა, დღევანდელი განცხადებით საპარლამენტო საქმიანობის მიმართ სკეპტიციზმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ნოდარ ჩაჩუა არკვევდა, ოპოზიციური სპექტრიდან ვის როგორ ესახება საკუთარი როლი. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიიდან დავალებული 12 პუნქტის ფონზე, რომელთა შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა სამუშაო პროცესში მთელი ოპოზიციის ჩართვა და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა დღემდე ვერ ხერხდება.