ერთიანი საშემოდგომო გეგმის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ოპონენტთა ნაწილი ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე თანხმდება, თუმცა მიზნის მიღწევის გზები სხვადასხვანაირად ესახებათ. ზურა ჯაფარიძის მოწოდებას, ანუ პარლამენტიდან გასვლას და დაუმორჩილებლობა-საბოტაჟის გზას სრული მხარდაჭერა ჯერ არცერთი ოპოზიციური პარტიიდან არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში დარწმუნებულია, თუმცა ბრძოლის ფორმებზე წინასწარ საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს და არც იმას აკონკრეტებს, გადის თუ არა ვადამდელი არჩევნების გზა საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე. პარლამენტიდან გასვლას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ ის პარტიებიც, რომლებიც ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად ხელისუფლების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარს ამბობენ.
ვის რა გეგმა აქვს სექტემბრიდან და იქნება თუ არა შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი.