ოზურგეთში, ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარეებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. სარჩელს ხელს აწერენ „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები.
ოპოზიციის განცხადებით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბიუროში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. მათი თქმით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.