ოპოზიციის საპროტესტო აქციები

სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტს განაგრძობს.

მორიგი შეკრების ადგილად ამჯერად სამასი არაგველის მეტროსადგური შეირჩა. აქციები ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებთან გაგრძელდა, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. სოციალურ ქსელში აქტივობების და მოწოდებების ფონზე საპროტესტო გამოსვლებზე დღესაც არ გამოჩენილა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მოვლენების ეპიცენტრში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. თბილისსა და რამდენიმე ქალაქში სუს-ის შენობის მიმდებარე ტერიტორია ზურა „გირჩი“ ჯაფარიძის და მისი პარტიის აქცია-პერფორმანსების ადგილად იქცა. თითო-თითო მანქანით ბლოკირებული შესასვლელების გასათავისუფლებლად სამართალდამცავებს ევაკუატორების გამოყენებაც დასჭირდათ.