ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მსვლელობა ცენტრალური პარკიდან დაიწყო. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებს მოითხოვენ და ამბობენ, რომ აპროტესტებენ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, პარლამენტის პარალელურად, უმაღლეს საბჭოშიც არჩევნების შერეული სისტემის დატოვების შესახებ. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.