თბილისში პროტესტი გრძელდება.
ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლის და გზის გახსნის შემდეგ მოვლენების ეპიცენტრში მელიქიშვილის გამზირი მოექცა. სწორედ იქ გადაინაცვლეს დემონსტრანტებმა ორგანიზატორ ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად, სადაც გზის სავალი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ერთი საათის წინ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, პროტესტი ისევ ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება. ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მიმართულებით დაიძრნენ.