ოპოზიციის ნაწილი კვლავ აქციების გეგმას განიხილავს – „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ახლა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს. საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება პარტია „ლელო“, რადგან მათი ბოიკოტის მიზანი სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა იყო, რაც ამ ეტაპზე დაკმაყოფილებულია.
ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, ბოიკოტს არ წყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში განმარტავენ, რომ აქციები, მათ შორის სამთავრობო უწყებების პიკეტირება და სხვადასხვა აქტივობა ყოველდღიურად გაგრძელდება.