როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ, მაგრამ როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნა და პარლამენტისთვის უნდობლობის გამოცხადება, ამასთან დაკავშირებით ერთიანი გეგმა ჯერ არ არსებობს.
მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ ოპოზიციამ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ და ეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ უნდა მოხდეს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები აღნიშნული წინადადების განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. გახარიას გუნდში კი ამ დრომდე მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ.