როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს ოპოზიციის მიერ სიების ჩახსნა და პარლამენტისთვის უნდობლობის გამოცხადება, კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ ოპოზიციამ სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებაზე მოთხოვნის პროცედურა ერთობლივად, პრეზიდენტის ჩართულობით განახორციელონ და ეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების შემდეგ უნდა მოხდეს.
როგორია პოზიციები და გამოხმაურება თავად ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის მხრიდან, ნათია ქენქაძე დეტალებით.