ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

პარლამენტის ბოიკოტირების საკითხი ოპოზიციურ ფლანგზე აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ გადაწყვეტილების შემდეგ მამუკა ხაზარაძის გუნდი შეთავაზებით გამოდის. „ძლიერი საქართველო“ დანარჩენ ოპოზიციას სთავაზობს, რომ საპარლამენტო სიების ჩახსნის და მანდატებზე უარის გადაწყვეტილება ერთობლივი პროცედურით დაადასტურონ და შესაბამისი პოლიტიკური აქტი პრეზიდენტის ჩართულობით გააფორმონ. კანონი არჩეულ დეპუტატს მანდატებზე უარის თქმის უფლებას პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ანუ პირველი საპარლამენტო სხდომის შემდეგ აძლევს. სწორედ ამიტომ საარჩევნო კოდექსს ახსენებენ მეორე-მესამე ადგილზე გასულ ორ ოპოზიციურ სუბიექტს, რომლებმაც შესაბამისი საკანონმდებლო დაშვების არარსებობის მიუხედავად, ცესკო-ს სიების ჩახსნის მოთხოვნით ორი დღის წინ უკვე მიმართეს. გადაწყვეტილება პოპულიზმად შეფასდა გახარიას გუნდის მხრიდან, რომელსაც გვარამიას კოალიციიდან დღეს ირიბად მიანიშნეს, რომ პარლამენტში არ შესვლის საკითხზე მისი პოზიცია გაურკვეველია.

დაუსვამს თუ არა სადავო საკითხს წერტილს მამუკა ხაზარაძის შეთავაზება, – ნათია ქენქაძემ მოისმინა ადრესატთა პოზიციები.